Monday, November 3, 2014

საუკუნო საგზალი

პროექტის მთავარი იდეა:დიდებული წინაპრების მიერ განვლილი გზით სიარული.მათი ღვაწლის ჯეროვნად დაფასება და მატერიალურ ფასეულობებზე მაღლა სულიერი ღირებულებების დაყენება.
პროექტის აქტუალობა:სამწუხაროდ,ყოელღიური ყოფითი პრობლემების არსებობის ფონზე შეიცვალა მოზარდი თაობის მენტალიტეტი.ისინი უფრო პრაგმატულები გახდნენ,რის გამოც სულიერი ღირებულებები დაჩრდილა მატერიალურმა ფასეულობებმა.ბევრმა მათგანმა არ იცის,თუ რა დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს დიდებულ წინაპრებს ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნების საქმეში.
პროექტის მიზნები:გამოუმუშაოთ მოზარდებს ჯანსაღი დამოკიდებულება ცხოვრებისეული საკითხების მიმართ.ვასწავლოთ წინააღმდეგობების გადალახვა მხოლოდ პატიოსანი გზით.შეძლონ პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და საკუთარი ამოკიდებულების გამოხატვა.შეაფასონ მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილი პრობლემა ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში.
წაკითხულ ტექსტში გადმოცემული თვალსაზრისი დაუკავშირონ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
მოსწავლეთა ასაკი:14 წელი.
მოსწალეთა რაოდენობა_24
პროექტის ხანგრძლივობა:24 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას ამაგდარი წინაპრების (დავით აღმაშენებლის,თამარ მეფის,შოთა რუსთაველის,ცოტნე დადიანის,თევდორე მღვდლის,გაბრიელ ეპისკოპოსის,ანთიმოზ ივერიელის,ექვთიმე თაყაიშვილის,ილია ჭავჭავაძის,იაკობ გოგებაშვილის,აკაკი წერეთლის,ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.) გამოსცემენ კედლის გაზეთს ზემოაღნიშნული სათაურით,შეაგროვებენ საინტერესო ფოტო-მასალებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა IXკლ 6.7.8.11.
პროექტის მსვლელობა:კლასი დაიყო 4 ჯგუფად.თითოეულ მათგანს წინასწარ ჰქონდა მიცემული დავალება-მოეძიებინათ საჭირო მასალა იმ პიროვნებებზე,რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ.
აქტივობა პირველი
პირველმა ჯგუფმა წარმოადგინა მასალები და ისაუბრა  დავით აღმაშენებლის,თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ღვაწლის შესახებ.
მეორე ჯგუფმა წარმოადგინა მასალები და ისაუბრა ცოტნე დადიანის,თევდორე მღვდლის ანთიმოზ ივერიელისა და გაბირელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მესამე ჯგუფმა წარმოადგინა მასალები და ისაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის,ილია ჭვჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მეოთხე ჯგუფმა წარმოადგინა მასალები და ისაუბრა აკაკი წერეთლის,ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
აქტივობა მეორე: მასწავლებელმა გოდასდნებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით გამოკვეთა ზემოაღნიშნული პიროვნებების მოღვაწეობის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის გადასარჩენად.
აქტივობა მესამე:მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“,ილია ჭავჭავაძის ლექსები:“დაე თუნდ მოვკვდე,“ჩემო კალამო,“პოეტი“.აკაკი წერეთლის :„ჩანგური“,“ხატის წინ“,პოეტი“.ვაჟა-ფშაველას: „ვედრება“,კაი ყმა“.
აქტივობა მეოთხე:მოსწავლეებმა აუდიტორიის დასაინტერესებლად გამოიყენეს საზოგადო მოღვაწეთა მოგონებები, ციტატები,პარალელები. ამაღელვებელი იყო მიხეილ მეტრეველის მიერ დაწერილი საკუთარი ლექსი,რომელიც მოსწალემ მიუძღვნა გაბრიელ ეპისკოპოსის ხსოვნას.
აქტივობა მეხუთე:გაკვეთილის დასასრულს მოსწავლე ალექსანდრე დოხნაძემ ზეპირად წაიკითხა ამონარიდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან „მარადისობის კანონი“.
პროექტის ხელმძღვანელი:ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნაირა ბერიაშვილი.

ნაირა ბერიაშვილი

მე ,  ნაირა ბერიაშვილი , ვმუშაობ ქალაქ თბილისის 207-ე საჯარო სკოლის ქართულის  მასწავლებლად.მყავს მეუღლე და ორი შვილი.